:. Ge .:.  En .:. Ru .:  

მაია გამჯაშვილი
დაიბადა 1968წ. 29 ივნისს
ქ. თბილისში.
1986წ. დაამთავრა მ.თოიძის სახ.
სამხატვრო სასწავლებელი
თეატრის დეკორაციის განხრით.
1993წ. დაამთავრა თბილისის
სახელმწიფო სამხატვრო აკადემია,
ფერწერის ფაკულტეტი თეატრალური
დეკორაციის განხრით, პროფესორ
ფარნაოზ ლაპიაშვილის და
პედაგოგ გოგი ალექსი-მესხიშვილის
ხელმძღვანელობით.
1993წ. მონაწილეობა მიიღო სტუდენტთა
ჯგუფურ გამოფენაში.
1999 წლიდან აქტიურად მონაწილეობს
სურათების ეროვნულ გალერიაში
მხატვართა ჯგუფურ
გამოფენებში (საშობაო, საგაზაფხულო).
2000 წლიდან არის საქართველოს
მხატვართა კავშირის წევრი.
2004 წ. იანვარში ეროვნულ გალერეაში
მოეწყო მისი პერსონალური
გამოფენა (ფერწერა, გრაფიკა).

 
 
საქართველო, თბილისი, ლილოს დასახლება, II კვარტალი, კ8, ბ29
(+995 99) 71 73 98,
(+995 32) 41 14 44