ტურისტული სააგენტო «Discover Sighnaghi» და საოჯახო სასტუმრო "მაია"
კომპანია Discover Signagi Ltd 2008 წელს დაარსდა. იგი სიღნაღში მოქმედი პირველი კერძო ირგანიზაციაა ტურისტულ ბიზნესში. "Discover Sighnaghi" გთავაზობთ კულტურულ, რელიგიურ და ეკოტურებს ჯგუფებისა და დამოუკიდებელი ტურისტებისთვის.
ადგილების დაჯავშნა სასტუმროებში, გიდები, თარჯიმნები, ავტომობილების გაქირავება;
ღვინოების დეგუსტაცია(ფოლკლორული ჩვენება, მომღერალთა ჯგუფები);
პიკნიკები, კემპინგი;
ტრადიციული ხელობის ნიმუშების გამოფენა და ჩვენება;
ასევე ვთავაზობთ მომსახურებას სკოლებს, დაწესებულებებს, სტუდენტებსა და საქართველოში მოქმედ სხვა ორგანიზაციებს.
კომპანიის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული.
ყველა ჩვენს გიდს მინიმუმ 3 წლის გამოცდილება აქვს.
გაფორმებული გვაქვს ექსკლუზიური კონტრაქტები ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის და ა.შ. ექსპერტებთან.
საოჯახო სასტუმრო ”მაია”
კომპანიას საკუთარი სასტუმრო აქვს, რომელიც ულამაზეს ადგილას მდებარეობს. სასტუმროდან დაუვიწყარი ხედი იშლება.
სასტუმროში არის 3 ნომერი, მისაღები, სამზარეულო, აივანი და მანქანის გასაჩერებელი ადგილი.
კვება წინასწარი შეთანხმებით
მისამართი: საქართველო, სიღნაღი, კოსტავას №10
ტელ: +995 255 3 12 22
მობ:+995 99 55 43 71
E-mail: discoversignagi@yahoo.com
www.discover-signagi.ge