:. ჩვენს შესახებ .:. გალერეა .:  

:. Ge .:.  En .:   Ru .:  
    შუასაუკუნოვანი ტრადიციის თანამედროვე გაგრძელება
ტიხრული მინანქრის გალერეა
”ორნამენტი”

2001წ.-ის 2 იანვარს საქართველოში, თბილისში გაიხსნა თანამედროვე ტიხრული მინანქრის გალერეა “ორნამენტი”. მსოფლიოში ერთადერთი გალერეაა, რომლის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში თქვენ ნახავთ მხოლოდ ტიხრული მინანქრით შესრულებული ხელოვნების უნიკალური ნიმუშები.
ჩვენ ვართ ტონის მიმცემი მინანქრულ ხელოვნებაში, მის დიზაინსა და სტილზე, სადაც ხაზი ესმევა ორიგინალურობას, პიროვნულ ექსპრესიას
და კარგ ხარისხს.
ჩვენი მიზანია მომხმარებელი და კოლექციონერები ვუზრუნველყოთ მაღალი დონის სერვისითა და ინფორმაციით
გალერეა “ორნამენტი” წარმოადგენს მხატვრებს, რომლებმაც აითვისეს ტექნიკური დახელოვნების ყველა ნიუანსი, გააფართოვეს თემატიკა, გაამრავალფეროვნეს მინანქრების მხატვრული გამომსახველობის ხერხები.
მხატვრები, რომლებსაც წარმოადგენს ჩვენი გალერეა გამოირჩევა ინდივიდუალობით, მრავალმხრივი თემატიკით. ზოგიერთი ჩვენი მხატვარი მრავალსაუკუნოვანი თემების ინტერპრეტაციას ახდენს და თანამედროვე ფორმებს ქმნის, ზოგიერთი გვერდს უვლის ტრადიციებს პოსტმოდერნისტული გამომსახველობის სასარგებლოდ ნაწილი შუა-საუკუნეების ქართულ_ბერძნული ხელოვნების ასლებს ან კიდევ მათ ვარიაციებზე მუშაობს.

სკოლა-სახელოსნო

დღესდღეობით გალერეა “ორნამენტში” არსებული სკოლა- სახელოსნო ინარჩუნებს წამყვან როლს. მისი მესვეურების მაღალი მოთხოვნილებების მეშვეობით. ამ ეტაპზე აქ ორი პედაგოგი მუშაობს კვირაში 2-ჯერ 3-3 საათიანი პრაქტიკული გაკვეთილებით და 1 საათიანი თეორიული კურსით.
კონტიგენტი ძირითადად მხატვრული გამოცდილების მქონე ადამიანებისგან ირჩევა. სწავლების პერიოდი მოცავს ორ ფერს და დამთავრების შემდეგ სკოლასთან მჭიდრო თანამშრომლობასა და კონსულტაციებს ითვალისწინებს. ყოველი კურსის ბოლოს ეწყობა პედაგოგთა და მოსწავლეთა ერთობლივი გამოფენა, რომელსაც სიმბოლური სახელი “თაობა” ეწოდება

საქველმოქმედო ფონდი

გალერეას გააჩნია საქველმოქმედო ფონდი. ამ ფონდის მეშვეობით გალერეასთან არსებული სკოლა-სახელოსნო პერიოდულად ამზადებს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ და მზრუნველობას მოკლებულ მოზარდებს. კურსის დამთავრების შემდეგ გალერეასთან მჭიდრო კონსულტაციებით და დახმარებით კურსდამთავრებულები იწყებენ ჩვენთან თანამშრომლობას.

 
  მისამართი: გალერეა “ორნამენტი”- ერეკლე II # 7
Tel: 98 90 13; 93 64 12;
E-mail: enamelart@gmail.com; URL: www.welcome.ge/gallery_ornament