:. Ge .:.  En .:. Ru .:  




სასტუმრო სახლი „ცისანა“
სასტუმრო სახლში „ცისანა“, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კოლორიტულ რაიონში, მთაწმინდაზე, ქალაქის ყველა კულტურული და ადმინისტრაციული ობიექტის სიახლოვეს მდებარეობს, ყველა პირობაა შექმნილი თბილისის იმ სტუმრებისთვის, რომლებიც მყუდროებას, კომფორტს, დახვეწილ ატმოსფეროსა და მშვიდად დასვენების გარანტიას ეძებენ. ჩვენი სასტუმრო სახლი ყველაფერ ამას შემოგთავაზებთ.






სტუმრების განკარგულებაშია 8 კომფორტული საძინებელი და ორი სასტუმრო ოთახი, რომელთაგან ერთ-ერთი ქვისაა. აქ ყველა პირობაა დასვენებისა და ბიზნესისათვის. მომსახურება 24 საათიანია. აივნიდან ხედი წმინდა დავითის მთაზე გადის, სადაც უძველესი ტაძარი დგას. ტაძრის პანთეონში დაკრძალულია გრიბოედოვი და მისი ქვრივი ნინო ჭავჭავაძე. ეზოში წყაროა, რომელიც სასწაულმოქმედად ითვლება.
გამწვანებული ტერასიდან ხედი ყვავილებით სავსე ბაღზე, თბილისსა და თრიალეთის ქედზე იშლება. ყველა ნომრიდან ქალაქის კოლორიტულ ადგილებზე ულამაზესი ხედი მოჩანს. სასტუმრო სახლს მსოფლიოს 56 ქვეყნიდან თავისი სტუმრების გამოხმაურების წიგნი აქვს. სტუმრებს შეუძლიათ სახლში ნებისმიერ ვახშამზე მოიწვიონ თავიანთი სტუმრები და საქმიანი პარტნიორები, სადაც უზრუნველყოფილი იქნება საღამოს სიმყუდროვე და კამერულობა.
ყავის, ჩაისა და წვენების მიღება შეუზღუდავია. საუზმე ნომრის გადასახადში შედის. კვება-ნებისმიერი ელიტარული, მოთხოვნის შესაბამისად.
ტრანსფერი აეროპორტიდან და პირიქით (25Euro სრული) და გიდი თარჯიმანი (დღეში 40Euro) წინასწარი შეკვეთით.
სასტუმროში სამ დღეზე მეტ ხანს ცხოვრების შემთხვევაში, ტრანსფერი უფასოა. სასტუმროში ცხოვრების ღირებუ ლებაა: a) 50-70Euro; b) 100-120Euro; c) 150Euro;
ნომრის დაჯავშნა ხდება წერილობითი ფორმით, ჩამოსვლისა და წასვლის ზუსტი თარიღების, ასევე ნომრის ტიპის, გადახდის ფორმის, ყველა ტიპის დამატებითი მომსახურების მითითებით.

საქართველო, თბილისი, არსენას ქ. № 35
Tel: +995 32 93 42 12


Created by www.welcome.ge